მანჩესტერ იუნაიტედმა თავისი ესპანელი მეკარის დავიდ დე ხეას შემცვლელი იპოვნა, – წერს ინტერნეტ-რესურსი მეტრო (Metro).
ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ვერ ახერხებს ახალ კონტრაქტზე დე ხეასთან შეთანხმებას. ამიტომაც იუნაიტედმა აქტიურად დაიწყო მოლაპარაკებები მადრიდის ატლეტიკოს სლოვენიელ მეკარესთან იან ობლაკთან.
ატლეტიკოსთან ახალი კონტრაქტის პირობებით, ობლაკის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევროს უტოლდება, თუმცა ეს რიცხვი არ აშინებს მანჩესტერულ კლუბს და ის სერიოზულად არის განწყობილი სლოვენიელის ხელში ჩასაგდებად.