„მანჩესტერი“ დაცვის გაძლიერებაზე ზრუნავს
„მანჩესტერი“ დაცვის გაძლიერებაზე ზრუნავს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ორი მცველის შეძენას აპირებს. ლაპარაკია „ბარსელონადან“ სამუელ უმტიტისა და „იუვენტუსიდან“ ალექს სანდროს გადაბირებაზე, – ამტკიცებს გაზეთი The Sunday Times.

მედიის ცნობით, მანჩესტერელები მზად არიან,​ უმტიტის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხა – 60 მილიონი ევრო გადაიხადონ. ასევე, „იუნაიტედის“ ბოსებს განზრახული აქვთ, 57 მილიონი ევრო მისცენ „იუვენტუსს“ ალექს სანდროს სანაცვლოდ.

ამ სეზონში 24 წლის უმტიტიმ „ბარსელონას“ რიგებში 34 მატჩი ჩაატარა. 27 წლის სანდროს ანგარიშზე 31 მატჩი, სამი გოლი და ხუთი შედეგიანი პასია „იუვენტუსის“ შემადგენლობაში.