ინგლისის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ კარდინალური ცვლილებებისთვის ემზადება. ცნობილი ხდება, რომ გუნდის მრავალწლიანი სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი 2024-25 წლების სეზონის შემდეგ დატოვებს პოსტს.
ინტერნეტ-გამოცემა Sport.es-ის ინფორმაციით, ბეგირისტაინი იმ აზრამდე მივიდა, რომ მისი „სიტიში“ მუშაობის დრო ამოიწურა. კლუბის ხელმძღვანელობაც იზიარებს ესპანელის მოსაზრებას. ბეგირისტაინი „მანჩესტერ სიტიში“ 2012-13 წლების სეზონში მივიდა მკაფიო ამოცანით – გადაექცია „სიტი“ გამარჯვებულ გუნდად.