„მანჩესტერ სიტიმ“ წააგო, მაგრამ 1/4 ფინალში გავიდა
„მანჩესტერ სიტიმ“ წააგო, მაგრამ 1/4 ფინალში გავიდა

პრემიერლიგის ლიდერი “მანჩესტერ სიტი” გახდა მეორე ინგლისური კლუბი “ლივერპულის” შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

პეპ გვარდიოლას გუნდს პირველი მატჩი სტუმრად მოგებული ჰქონდა “ბაზელთან” – 4:0. ამ ანგარიშის გამო, ესპანელმა სპეციალისტმა სანახევროდ გადაახალისა საშინაო მატჩისთვის შემადგენლობა, გარდა ამისა, ფეხბურთელებს საბრძოლო განწყობა აკლდათ.

ამით “ბაზელმა” კარგად ისარგებლა. მართალია, “სიტი” გაბრიელ ჟესუსის გოლით მე-8 წუთზე დაწინაურდა, მაგრამ მე-17-ე წუთზე მოჰამედ ელიუნუსიმ გაათანაბრა ანგარიში, 71-ე წუთზე კი მანვე ლანგს გაატანინა და შვეიცარიის ჩემპიონმა სტუმრად მოიგო – 2:1. თუმცა ორი მატჩის ჯამში გამარჯვება “სიტის” დარჩა – 5:2 და მეოთხედფინალშიც ის ითამაშებს.