„მანჩესტერ სიტიმ“ „ტოტენჰემი“ გაანადგურა და მოგებათა სერია 16-მდე გაზარდა
ინგლისის ჩემპიონატის მე-18 ტურში “მანჩესტერ სიტიმ” “ტოტენჰემი” 4:1 გაანადგურა. ჩემპიონატის ლიდერმა გიუნდოგანის გოლით ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა. პეპ გვარდიოლას გუნდმა 70-ე წუთიდან მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა – ბოლო 20 წუთში კიდევ სამი გოლი გაიტანა (დე ბრიუნი, სტერლინგი – ორჯერ) და ერთი პენალტი გააფუჭა (გაბრიელ ჟესუსმა ძელს გაარტყა ბურთი).
“ტოტენჰემმა” მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა პრესტიჟის ერთი გოლი (ერიქსენი). მანჩესტერულმა კლუბმა ზედიზედ მე-16 მატჩი მოიგო ჩემპიონატში და საკუთარი რეკორდი განაახლა.
“სიტი” გათამაშების ცხრილში უახლოეს მდევრებს უკვე 14 ქულით უსწრებს.