„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი, დიდი ალბათობით, არ გადავა „მანჩესტერ სიტიში“.
ბრიტანული პრესის ცნობით, ინგლისურმა კლუბმა უარი თქვა არგენტინელის გაფორმების გეგმებზე. ეს უკავშირდება 33 წლის ფეხბურთელის ასაკს, აგრეთვე, მის მაღალ ხელფასს.
ზაფხულში მესის ეწურება კონტრაქტი „ბარსელონასთან“, ამიტომაც ფეხბურთელს იანვრიდან შეეძლება ოფიციალური მოლაპარაკებები აწარმოოს სხვა კლუბებთან. “მანჩესტერ სიტი“ არ იბრძოლებს „ოქროს ბურთის“ მფლობელისთვის.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის ზაფხულში მესიმ სცადა ვადაზე ადრე კონტრაქტის გაწყვეტა კატალონელებთან, მაგრამ ხელმძღვანელობამ უარი თქვა მის გაშვებაზე.
რამდენიმე დღის წინ, „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ იმედი გამოთქვა, რომ მესი კარიერას „ბარსელონაში“ დაასრულებს.