„მანჩესტერ სიტიმ“ დე ბრუინის გოლით მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, პირველი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* პირველ ტაიმში „ატლეტიკოს“ კარში არ დაურტყამს, რაც კლუბის ახალი ანტი-რეკორდია.
* პირველ ნახევარში არც ერთი ზუსტი დარტყმა არ შესრულებულა.
* კევინ დე ბრუინმა 2021 წლის 28 აპრილის შემდეგ პირველად გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე.
* დე ბრუინს ყველა ტურნირზე ბოლო ხუთ მატჩში ხუთი გოლი აქვს.
* 90 წუთის შემდეგ ბურთების შეფარდება იყო – 15:2, ზუსტი დარტყმების – 2:2 კუთხურების – 9:0.
* „ატლეტიკო“ 19 თებერვლის შემდეგ პირველად წააგო. შეწყდა მადრიდული გუნდის რვამატჩიანი წაუგებელი სერია.
* დიეგო სიმეონემ მე-100 მატჩი წააგო „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში.
მანჩესტერ სიტი-ატლეტიკო 1:0
გოლი: 1:0 დე ბრუინი (70)
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი – სტოუნზი, ლაპორტი, აკე, ჟოაო კანსელო – დე ბრუინი, როდრი, გიუნდოგანი (68. გრილიში) – მაჰრეზი (68. ფოდენი), სტერლინგი (68. გაბრიელ ჟესუსი), ბერნარდო სილვა.
ატლეტიკო (5-3-2): ობლაკი – ვრსალკო, ფელიპე, სავიჩი, მანდავა, ლოდი – ლორენტე (60. კუნია), კონდოგბია, კოკე (60. დე პაული) – ჟოაო ფელიქსი (81. ლემარი), გრიზმანი (60. ა. კორეა).