„მანჩესტერ სიტიმ“ არზანი შეიძინა

10:28, 28.07.2018

უახლოეს დღეებში ავსტრალიის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი დანიელ არზანი „მანჩესტერ სიტის” საკუთრება გახდება.

ირანული წარმოშობის შემტევი იმით გახდა ცნობილი, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახლდათ. ის ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში მოედანზე შეცვლაზე შედიოდა.

არზანის ამჟამინდელი კლუბი „მელბურნ სიტი”, ტრანსფერში 280 000 ფუნტს მიიღებს. უკვე ცნობილია, რომ „მანჩესტერ სიტი” არზანის ერთი სეზონით შოტლანდიის ჩემპიონში – „სელტიკში” გაუშვებს.

მსგავსი