„მანჩესტერ სიტი“ ზამთარში ფრენკი დე იონგის შეძენას აპირებს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა, შესაძლოა, კატალონური გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს, – ამის შესახებ გაზეთი „მარკა“ წერს.
ნიდერლანდელი ფეხბურთელით „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესდა. ზამთარში მისი ხილვა შემადგენლობაში პირადად სურს ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას. „ბარსელონა“ მზად არის დე იონგის გასაყიდად, რათა ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროს.
ფრენკი დე იონგის კონტრაქტი კატალონელებთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს. ამ სეზონში ნიდერლანდელმა 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.