„მანჩესტერ სიტი“ მზად არის ლაუტარო მარტინესში 84 მილიონი ფუნტი გადაიხადოს
მილანის „ინტერის“ ფორვარდი ლაუტარო მარტინესი „მანჩესტერ სიტის“ აინტერესებს. როგორც გაზეთი „სანი“ წერს, ინგლისის ვიცე-ჩემპიონი მზად არის 23 წლის ფეხბურთელში 84 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
წყაროს ცნობით, „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მარტინესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას თავისი გუნდის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ გამოაცხადა. უფრო ადრე, ფორვარდის მიმართ ინტერესს „ბარსელონა“ გამოთქვამდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ აღიარა, რომ კატალონელებმა შეწყვიტეს მოლაპარაკებების არგენტინელის თაობაზე.
გასულ სეზონში ლაუტარომ 49 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 21 გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი იტალიურ გუნდთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.