"მანჩესტერ სიტი" ლიგის თასზეც იგებს
"მანჩესტერ სიტი" ლიგის თასზეც იგებს

პრემიერლიგის ლიდერმა “მანჩესტერ სიტიმ” მორიგი შეხვედრა მოიგო. ამჯერად, პეპ გვარდიოლას გუნდმა ინგლისის ლიგის თასზე პენალტების სერიაში აჯობა სტუმრად “ლესტერს” და ნახევარფინალში გავიდა.

თითქმის მეორე შემადგენლობით მოთამაშე “სიტი” პირველ ტაიმში ბერნარდო სილვამ დააწინაურა, მაგრამ მეშვიდე კომპენსირებულ წუთზე ჯეიმი ვარდიმ პენალტით გაათანაბრა – ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

დამატებით დროში გუნდებს გოლები არ გაუტანიათ, პენალტების სერია კი “სიტიმ” 4:3 მოიგო. “ლესტერის” მხრიდან 11-მეტრიანები ვერ გაიტანეს მისმა ლიდერებმა – ვარდიმ და რიად მაჰრეზმა.

კიდევ ერთ მეოთხედფინალში “არსენალმა” შინ 1:0 მოუგო “ვესტ ჰემს“. ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე დანი უელბეკმა გაიტანა.

ოთხშაბათს, დარჩენილი ორი მეოთხედფინალი გაიმართება: “ჩელსი”-“ბორნმუთი” და “ბრისტოლი“-“მანჩესტერ იუნაიტედი”.