„მანჩესტერ სიტი“ იოშკო გვარდიოლს ყიდულობს - ხორვატი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება #1TVSPORT
ხორვატიის ნაკრების მცველი იოშკო გვარდიოლი „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გახდება.
„ლაიპციგმა“ და ინგლისის ჩემპიონმა 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მოილაპარაკეს და ამის შესახებ ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.
გვარდიოლი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება – „სიტი“ ფეხბურთელში 90 მილიონ ევროს გადაიხდის.
გარდა ამისა, „მანჩესტერ სიტი“ და „ლაიპციგი“ ამხანაგურ მატჩს გამართავენ, რომლის წყალობითაც გერმანული კლუბი 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
იოშკო გვარდიოლი „ლაიპციგში“ 2021 წელს 18 მილიონ ევროდ გადავიდა ზაგრების „დინამოდან“.