„მანჩესტერ იუნაიტედში“ სოლსკიაერი შესაძლოა, საუტგეიტმა შეცვალოს
„მანჩესტერ იუნაიტედში“ სოლსკიაერი შესაძლოა, საუტგეიტმა შეცვალოს

„მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღანელობა განიხილავს მთავარი მწვრთნელის ოლე-გუნარ სოლსკიაერის გადაყენების შესაძლებლობას, – წერს გაზეთი „დეილი მეილი”.

წყაროს ცნობით, ნორვეგიელ სპეციალისტს დაითხოვენ, თუ ის მიმდინარე სეზონში არ გააუმჯობესეს შედეგებს. სოლსკიაერის პოსტზე მთავარ პრეტენდენტად სახელდება ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუტგეიტი. ამასთან, საუტგეიტის დანიშვნა მხოლოდ ევრო 2020-ის შემდეგ თუ იქნება შესაძლებელი.

ინგლისის ჩემპიონატის 24 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნატედი” ცხრილში მეხუთე ადგილზეა. ბოლო ოთხ მატჩში გუნდში სამჯერ წააგო.