ბრიტანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ „არსენალის“ ფორვარდ ობამეიანგის შეძენა სურს.
Metro -ს ინფორმაციით, მანჩესტერელები მზად არიან, რომ 30 წლის ფეხბურთელში 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ მოუწევს, კონკურენცია გაუწიოს „ბარსელონასა“ და „ინტერს“, რადგან ობამეიანგით ეს კლუბებიც დაინტერესებულები არიან.
მიმდინარე სეზონში ობამეიანგმა „არსენალის“ შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.