ლონდონის „არსენალის“ გაბონელი თავდამსხმელი პიერ ემერიკ ობამეიანგი შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვიხილოთ. მისით ოლე გუნარ სოლსკიაერი დაინტერესდა.
„წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობა გუნდის შემტევის, რომელუ ლუკაკუს შესაძლო წასვლის გამო ახალი ფეხბურთელის ძიებაშია.
ესოანური გამოცემა „მარკას“ (Marca) ცნობით, მაჩესტერმა „მეთოფეებს“ გარკვეული შეთავაზებით უკვე მიმართა. „იუნაიტედი“ მზად არის ობამეიანგის სანაცვლოდ 62 მილიონი ევრო გადაიხადოს.
უცხოური პრესის ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა არ სურს.
2019/2019 წლების სეზონში გაბონელმა შემტევმა „არსენალის“ რიგებში 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.