ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იქნება მაიკლ კერიკი, – იტყობინება „სქაი სპორტსი“ (Sky Sports). ყოფილი ნახევარმცველის დანიშვნა უახლოესი 24 საათის განმავლობაში მოხდება და ის სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს გუნდს.
37 წლის კერიკი კარიერის დასრულების შემდეგ, „იუნაიტედის“ სამწვრთნელო შტაბში შევიდა. მოთამაშის რანგში, მას ხუთჯერ აქვს მოგებული ინგლისის ჩემპიონატი, ასევე იყო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.