„მანჩესტერ იუნაიტედს“ ბუნდესლიგის მეორე ბომბარდირი აინტერესებს #1TVSPORT
„შტუტგარტის“ საუკეთესო ბომბარდირი სერუ გირასი შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს.
გაზეთ The Guardian-ის ჟურნალისტის, ედ აარონსის მონაცემებით, მანჩესტერელები განიხილავენ გვინეელის იანვარში გაფორმების შესაძლებლობას.
გირასის მოქმედ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად ჩაწერილია 17.5 მილიონი ევრო.
მიმდინარე სეზონში „შტუტგარტის“ ფორვარდმა ბუნდესლიგის 12 მატჩში 16 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა სიაში მხოლოდ ჰარი კეინს ჩამორჩება.