ჟოზე მოურინიოს გუნდიდან წასვლისა და ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედს იღბალი არ წყალობს. გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გუნდს 10 ფეხბურთელი ჰყავს დაშავებული, კიდევ ერთი სამწუხარო ცნობა დაემატა: ალექსის სანჩესი მინიმუმ ერთი თვის განმავლობაშუ ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.
ირკვევა, რომ საუთჰემპტონთან მატჩის დროს (3-2 მანჩესტერის სასარგებლოდ), ჩილელმა ლეგიონერმა მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი კოჭლობით დატოვა, მოგვიანებით კი ექიმებმა დაადგინეს, რომ ფეხბურთელს ერთი, უარეს შემთხვევაში კი ორი თვე გაუცდება.
ამჟამად მანჩესტერ იუნაიტედს 58 ქულა აქვს, მეოთხე ადგილზე იმყოფება და სამი ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსან ტოტენჰემს.