„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო - სოლსკიაერმა მეტ ბასბის რეკორდი გაიმეორა
ამ უქმეებზე ინგლისში თასის გათამაშების 1/32 ფინალი მიმდინარეობს. შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიპოვა, რომელმაც შინ 2:0 მოუგო „რედინგს“. გოლები ხუან მატამ და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს.
ეს „იუნაიტედის“ ზედიზედ მეხუთე მოგებაა მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიო დაითხოვეს. შესაბამისად, პორტუგალიელის შემცვლელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა ლეგენდარული მწვრთნელის, მეტ ბასბის რეკორდი გაიმეორა, რომელმაც „მანჩესტერში“ ასევე მოიგო სასტარტო ხუთი მატჩი.
„რედინგამდე“ მანჩესტერელებმა – „კარდიფი“ (5:1), „ბორნმუთი“ (4:1), „ჰადერსფილდი“ (3:1) და „ნიუკასლი“ (2:0) დაამარცხეს. ამ ხუთ მატჩში ბურთების საერთო სხვაობაა – 16:3.