„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უგარტეს შეძენის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი მანუელ უგარტე „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 50 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც 10 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.
როგორც მანჩესტერული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს, ურუგვაის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი, კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.
პსჟ-ში უგარტე 2023 წელს 60 მილიონ ევროდ გადავიდა „სპორტინგიდან“. პარიზელთა რიგებში საყრდენმა ნახევარმცველმა 37 მატჩი ჩაატარა.