„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სპონსორთან, რუსულ კომპანია „აეროფლოტთან“ ურთიერთობა გაწყვიტა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რუსულ კომპანია „აეროფლოტთან“ სასპონსორო ხელშეკრულება გაწყვიტა, – იუწყება BBC.
ინგლისურ გრანდსა და რუსულ კომპანიას შორის თანამშრომლობა 2013 წელს დაიწყო და „აეროფლოტი“ დღემდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთი მთავარი სპონსორი იყო, ხელშეკრულება კი 2023 წლამდე რჩებოდა ძალაში.
„უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ჩვენ შევწყვიტეთ „აეროფლოტთან“ ურთიერთობა. ვითვალისწინებთ ჩვენი გულშემატკივრების აღშფოთებას მთელი მსოფლიოდან და თანაგრძნობას ვუცხადებთ ომით დაზარალებულებს“, – წერია „მანჩესტერ იუნაიტედის“ განცხადებაში.