„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სოლსკიაერი შესაძლოა თომას ტუხელით შეცვალოს
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სოლსკიაერი შესაძლოა თომას ტუხელით შეცვალოს

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა, შესაძლოა, უახლოეს ზაფხულში კლუბი შეიცვალოს და რომელიმე ევროპულ გრანდში გააგრძელოს კარიერა.

როგორც Le10Sport წერს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გერმანელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატთა სიაში შეიყვანა.

წყარო ამტკიცებს, რომ „იუნაიტედი“ დაინტერესებულია ტუხელით, მაგრამ ამ მწვრთნელს ასევე შეიძლება წინადადებით მიმართონ „ბარსელონამ“ და „ბაიერნმა“. უფრო მეტიც, ბავარიელთა სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი უკვე შეხვდა ტუხელს და გააცნო გუნდის გეგმები.

ტუხელი „პარი სენ-ჟერმენს“ 2018 წლის ზაფხულიდან უდგას სათავეში. ამ სეზონში პარიზული კლუბი ლიდერობს საფრანგეთის ჩემპიონატს – უახლოეს მდევარ „მარსელს“ 12 ქულით უსწრებს.