„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შკრინიარის სანაცვლოდ „ინტერს“ 58 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა „ინტერის“ მცველის, მილან შკრინიარის შეძენით არის დაინტერესებული და იტალიურ მხარესთან მოლაპარაკებას უკვე აწარმოებს, – იუწყება Goal.com.
გამოცემის ინფორმაციით, ინგლისელებმა „ინტერის“ წარმომადგენლებს შკრინიარის ტრანსფერში 58 მლიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზეს.
შკრინიარი „ინტერში“ 2017 წელს, „სამპდორიადან“ 34 მილიონ ევროდ გადავიდა. სლოვაკი ფეხბურთელის კონტრაქტი მილანურ კლუბთან 2023 წლამდეა ძალაში.
შკრინიარით აგრეთვე დაინტერესებულები არიან: „მანჩესტერ სიტი“, „ბაიერნი“ და „რეალი“.
მიმდინარე სეზონში სლოვაკმა მცველმა „ინტერის“ შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა.