„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სერია A-დან 20 წლის დანიელი შეიძინა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად გამოაცხადა იტალიის „ლეჩესა“ და დანიის ნაკრების ფეხბურთელის პატრიკ დორგუს ტრანსფერის შესახებ.
20 წლის მარჯვენა გარემარბმა ინგლისურ კლუბთან 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის ერთი წლით გახანგრძლივების უფლება ექნება.
არაოფიციალური ინფორმაციით, დორგუს ტრანსფერი მანჩესტერელებს 30 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
მიმდინარე სეზონში დანიელმა სერია A-ში 21 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.