„მანჩესტერ იუნაიტედმა" რეშფორდის დუბლით "ლივერპულს" მოუგო
„მანჩესტერ იუნაიტედმა" რეშფორდის დუბლით "ლივერპულს" მოუგო

ინგლისის პრემიერლიგაში დასრულდა 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი. “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ლივერპულს” და 2:1 გაიმარჯვა.

მასპინძელთა რიგებში პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა მარკუს რეშფორდმა და “იუნაიტედი” 24-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა. ეს ანგარიში 66-ე წუთამდე იყო შენარჩუნებული, როცა მანჩესტერელთა მცველმა ერიკ ბაიმ საკუთარ კარში გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. დარჩენილ დროში “ლივერპულმა” ვერ შეძლო თამაშის გადარჩენა და 1:2 დამარცხდა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მეორე ადგილზე დარჩა და ხუთ ქულამდე გაზარდა უპირატესობა “ლივერპულთან”, რომელიც მესამე პოზიციაზეა.