„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოგბასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება დაიწყო
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოგბასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება დაიწყო

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ფრანგ ფეხბურთელთან პოლ პოგბასთან კონტრაქტის გაგრძელება სურს, იტყობინება ჯურნალისტი ფაბრიციო რომანო.


წყაროს ინფორმაციით, კლუბმა 27 წლის ფეხბურთელის აგენტთან მინო რაიოლასთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. პოგბას მხარე ინგლისური გრანდისგან პირველ წინადადებას ელოდება. კონტრაქტის გაგრძელებაზე შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.

მიმდინარე სეზონში ფრანგ ნახევარმცველს „მანჩესტერის“ შემადგენლობაში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ოთხი შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.