„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად ამოშალა კრიშტიანო რონალდო „ჩელსისთან“ მატჩის განაცხადიდან #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, არ შეიყვანოს კრიშტიანო რონალდო პრემიერლიგის მე-13 ტურში „ჩელსისთან“ მატჩის განაცხადში. შეხვედრა შაბათს, 22 ოქტომბერს გაიმართება. ეს ინფორმაცია კლუბმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა.
„იუნაიტედს“ არ დაუზუსტებია მიზეზები, რომლის გამოც რონალდო არ გაემგზავრება ლონდონში „ჩელსისთან“ სათამაშოდ. დიდი ალბათობით, ეს უკავშირდება პორტუგალიელის საქციელს „ტიტენჰემთან“ მატჩის ბოლოს, როცა ის არ დაელოდა თამაშის დასრულებას და ჯერ სათადარიგოთა სკამი დატოვა, შემდეგ კი „ოლდ ტრაფორდიც“.
შეხვედრა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2:0 მოიგო. ეს იყო სეზონში მერვე მატჩი რონალდოსთვის, როცა ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მეორე, როცა საერთოდ არ გასულა მოედანზე.