„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიწის ნაკვეთი შეიძინა 100-ათასიანი სტადიონის ასაშენებლად #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მფლობელობაში მიიღო მიწის ნაკვეთი, რომელიც საჭიროა 100 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის ასაშენებლად.
„იუნაიტედმა“ გამოაცხადა, რომ კომპანია Indurent-სგან შეიძინა 10.12 ჰექტარი ფართობის მიწა, რომელიც კლუბის ამჟამინდელი სტადიონისგან „ოლდ ტრაფორდისგან“ 350 მეტრის მოშორებით მდებარეობს.
ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტი 150 ჰექტარი ტერიტორიის დიდი რეგენარაციის ნაწილია. იგეგმება 15 ათასი ახალი სახლის აშენება, 48 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისთვის ყოველწლიურად შვიდ მილიარდ ფუნტზე მეტი შემოსავლის მოტანა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი სტადიონი უმსხვილესი სპორტული არენა უნდა გახდეს ბრიტანეთში.