„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მაგუაიერში „ლესტერს“ 86 მილიონი ევრო შესთავაზა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მაგუაიერში „ლესტერს“ 86 მილიონი ევრო შესთავაზა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა, „ლესტერს“ ჰარი მაგუაიერში 86 მილიონი ევრო გადაუხადოს, – იტყობინება გამოცემა „დეილი მეილი“ (Daily Mail). წყაროს ინფორმაციით, „წითელმა ეშმაკებმა“ 26 წლის ინგლისელისთვის ბრძოლაში „სიტისთან“ უპირატესობა მოიპოვეს.

როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ქალაქელთა რიგებში სურს. 2018/2019 წლების სეზონზე მაგუაიერმა „ლესტერის“ შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. პორტალი „ტრანსფერმარკტი“ (transfermarkt.de) ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს.

მცველს ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 20 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.