„მანჩესტერ იუნაიტედმა“ კეინის შეძენაზე უარი თქვა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ კეინის შეძენაზე უარი თქვა

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი არ გადავა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. როგორც გაზეთი „გარდიანი“ წერს, კლუბმა უარი თქვა 26 წლის ინგლისელის შეძენის იდეაზე, რადგან ფინანსური რესურსი არ ეყოფა კეინისა და „დორტმუნდის“ ნახევარმცველის ჯეიდონ სანჩოს ერთდროულად შესაძენად.

უფრო ადრე, ასევე დაიწერა, რომ მადრიდის „რეალიც“ ვერ გაწვდება კეინის შესაძენ თანხას.

მიმდინარე სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.