„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ისევ წააგო | „წითელი ეშმაკების“ ყველაზე ცუდი სტარტი ბოლო 29 წელიწადში

19:14, 29.09.2018
LONDON, ENGLAND - SEPTEMBER 29: West Ham United's Mark Noble and Manchester United's Paul Pogba during the Premier League match between West Ham United and Manchester United at London Stadium on September 29, 2018 in London, United Kingdom. (Photo by Rob Newell - CameraSport via Getty Images)

პრემიერლიგის მეშვიდე ტურში კვლავ წაიფორხილა „მანჩესტერ იუნაიტედმა“. ჟოზე მოურინიოს გუნდმა „ვესტ ჰემთან“ სტუმრად 1:3 წააგო. ერთადერთი გოლი მანჩესტერელთა რიგებში მარკუს რეშფორდმა გაიტანა.

ლონდონელთა მხრიდან თავი გამოიჩინეს ფელიპე ანდერსონმა და მარკო არნაუტოვიჩმა. კიდევ ერთი გოლი თავის კარში „იუნაიტედის“ მცველმა ვიქტორ ლინდელოფმა ჩაჭრა.

შვიდ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედს“ 10 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა. ეს ამ გუნდის ყველაზე ცუდი სტარტია 1989-90 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ გუნდს სერ ალექს ფერგიუსონი ავარჯიშებდა.

მსგავსი