„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ფანებმა კლუბის მფლობელების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ფანებმა კლუბის მფლობელების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს #1TVSPORT

პრემიერლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ მიიღო „არსენალი“. მატჩის წინ მანჩესტერული კლუბის ფანებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს „იუნაიტედის“ მფლობელის – გლეიზერების ოჯახის წინააღმდეგ.

გულშემატკივრები სკანდირებდნენ ლოზუნგებს – „ჩვენ გვინდა, რომ გლეიზერები წავიდნენ“ და „გაყიდეთ „იუნაიტედი“ ან სახლში წაეთრიეთ“. ასევე ფანებმა პიროტექნიკა გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ სერ ჯიმ რეტკლიფი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციების მხოლოდ 27.7 პროცენტს ფლობს. აქციების დანარჩენი ნაწილი გლეიზერების ოჯახს ეკუთვნის.