„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ერიკ თენ ჰაგის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ერიკ თენ ჰაგის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

ნიდერლანდელი ერიკ თენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი გახდება. ეს წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება, – ამის შესახებ დაწერა მანჩესტერული კლუბის პრესსამსახურმა.

თენ ჰაგი ახალ კლუბთან 2025 წლის ივნისამდე გააფორმებს კონტრაქტს, რომელშიც იქნება პუნქტი ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების თაობაზე.

ერიკ თენ ჰაგი სამწვრთნელო კარიერას „ტვენტეში“ იწყებდა, შემდეგ „ეინდჰოვენში“ მუშაობდა, 2012 წელს კი „გოუ ეჰედ იგლზს“ ჩაუდგა სათავეში.

2013-15 წლებში ის „ბაიერნი II“-ს ავარჯიშებდა, შემდეგ 2017 წლამდე „უტრეხტში“ მუშაობდა. დღეისთვის თენ ჰაგი „აიაქსს“ უდგას სათავეში, რომელთან ერთადაც ორჯერ მოიგო ნიდერლანდების ჩემპიონატი და თასი, აგრეთვე ერთხელ ნიდერლანდების სუპერთასი.