„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბრაიტონისგან“ სამი ბურთი გაუშვა და წააგო
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბრაიტონისგან“ სამი ბურთი გაუშვა და წააგო

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის ახალ გათამაშებაში პირველი მარცხი იწვნია – ჟოზე მოურინიოს გუნდმა სტუმრად 2:3 წააგო „ბრაიტონთან“.

დაცვაში საშინელი თამაშის გამო, „იუნაიტედმა“ პირველ ტაიმში სამი გოლი გაუშვა – მარეისგან, დაფისგან და გროსისგან (პენალტით), რასაც რომელუ ლუკაკუს ერთი გოლით უპასუხა.

ანგარიში 3:1 თითქმის მატჩის ბოლომდე იყო ძალაში. მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლო პოლ პოგბამ ანგარიშის გაქვითვა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობა ასეთი იყო:
დე ხეა, შოუ, ბაი, ლინდელოფი, იანგი, ხუან მატა (ლინგარდი, 46), პოგბა, ფრედი, პერეირა (რეშფორდი, 46), ლუკაკუ, მარსიალი (ფელაინი, 60).

„მანჩესტერ იუნაიტედს“ სამი ქულა აქვს და ორი ტურის შემდეგ, მე-10 ადგილზეა.