„მანჩესტერ იუნაიტედმა“ აშშ-ის ტურნეს რანგში „არსენალი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ისტ რუზერფორდში ამხანაგური მატჩი გაიმართა ტურნეში მყოფ ინგლისურ გრანდებს შორის – „არსენალი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. შეხვედრა, რომელსაც 80 ათასი მაყურებელი დაესწრო, მანჩესტერულმა კლუბმა 2:0 მოიგო.
გოლები პირველ ტაიმში „იუნაიტედის“ ახალმა კაპიტანმა, ბრუნო ფერნანდეშმა და ჯეიდონ სანჩომ გაიტანეს.
არსენალი: რემსდეილი, ტიმბერი (უაიტი, 59), გაბრიელი, სალიბა (ჟორჟინიო, 71), ტომიასუ (ტირნი, 46), ედეგორი, რაისი (პარტეი, 58), ჰავერტცი (სმიტ-როუ, 71), საკა (ფაბიო ვიეირა, 72), მარტინელი (გაბრიელ ჟესუსი, 58), ნკეტია (ტროსარი, 71).
მანჩესტერი: ჰიტონი, უან-ბისაკა (დიოგო დალოტი, 46), ვარანი (მაგუაირი, 46), მარტინესი (ლინდელოფი, 46), შოუ (უილიამსი, 46), ბრუნო ფერნანდეში (მაკტომინეი, 46), მაუნტი (ერიქსენი, 46), მაინუ (კაზემირო, 46), სანჩო (რეშფორდი, 46), ანტონი (დიალო, 46/პელისტრი, 59), გარნაჩო (ფორსონი, 46).