„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ანტონი 100 მილიონად შეიძინა და წლევანდელი სატრანსფერო ფანჯრის რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
ამსტერდამის „აიაქსის“ ფორვარდი ანტონი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდა, – ამის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახურმა დაწერა.
ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი „იუნაიტედს“ 95+5 მილიონი ევრო დაუჯდა – ესეც ოფიციალური ინფორმაციაა. ეს ყველაზე მაღალი თანხაა, რაც კი ოდესმე ერედივიზიონის ფეხბურთელში გადაუხდიათ, აგრეთვე წელს ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
22 წლის ანტონი „აიაქსში“ 2020 წლის ივლისში გადავიდა. ამსტერდამულ გუნდში ჩატარებულ 82 მატჩში მან 24 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გასულ წელს ანტონის დებიუტი ჰქონდა ბრაზილიის ნაკრებში, რომლის რიგებშიც ცხრა მატჩი, ორი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.