„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „აიაქსის“ თავდამსხმელში 100 მილიონის გადახდაზე უარი თქვა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტდმა“ ანტონის ტრანსფერი გადაიფიქრა, რადგან „აიაქსმა“ ძალიან მაღალი თანხა მოითხოვა, – იუწყება Sky Sports.
გამოცემის ინფორმაციით, „აიაქსის“ ხელმძღვანელობამ ანტონის ტრანსფერი 100 მილიონ ევროდ დააფასა და ეს თახნა ინგლისელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. აღნიშნავენ, რომ თუ ნიდერლანდელები ფასს საგრძნობლად შეამცირებენ, „იუნაიტედი“ კვლავ მზად არის, მოლაპარაკება განაახლოოს.
ანტონის „აიაქსთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. Transfermarkt ბრაზილიელს 35 მილიონ ევროდ აფასებს, რაც თითქმის სამჯერ ნაკლებია თანხაზე, რომელიც ნიდერლანდელებმა „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ მოითხოვეს.
გასულ სეზონში ანტონიმ „აიაქსის“ შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.