„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს თაღლითობაში დასდეს ბრალი #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს თაღლითობაში დასდეს ბრალი #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი ანდერსონი თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიების ფიგურანტი გახდა, – იტყობინება ფინანსური ინტერნეტ-გამოცემა Bitcoinist.

ბრაზილიის შტატის რიო-გრანდე-დო-სულის პროკურატურამ რვა ადამიანს დასდო ბრალი, მათ შორის ანდერსონს. ისინი კრიპტოვალუტის გამოყენების უკანონო სქემაში მონაწილეობდნენ.

2020 წლის აპრილში მსხვილ სამეწარმეო ფირმაში მოიპარეს 5.5 მილიონი დოლარი. ეს თანხა განთავსებული იყო ბრაზილიის ოთხი შტატის 11 საბანკო ანგარიშზე. შემდეგ ეს ფული გამოუყენეს უცხოურ ქვეყნებში სხვადასხვა კრიპტოვალუტის შესაძენად.

ანდერსონმა დაადასტურა, რომ მუშაობდა კრიპტოტრეიდერთან 2019 წლიდან, მაგრამ უარყოფს, რომ მონაწილეობდა უკანონო საქმიანობაში. ადვოკატის თქმით, ბრაზილიელი აპირებს დაამტკიცოს, რომ მსხვერპლი იყო და არა თანამონაწილე.

ანდერსონი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2007-15 წლებში თამაშობდა და ინგლისური კლუბის რიგებში ოთხჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 33 წლის ბრაზილიელი დღეისთვის თურქული კლუბის „ადანა დემირსფორის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.