„მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციათა ღირებულება 21 პროცენტით დაეცა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციათა ღირებულება 21 პროცენტით დაეცა #1TVSPORT

მსოფლიო ბირჟებზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციების ფასი 21 პროცენტით დაეცა. ეს მაქსიმალური ვარდნაა ბოლო 11 წლის განმავლობაში. ასეთი მკვეთრი გაიაფების კატალიზატორი გახდა გლეიზერების ოჯახის გადაწყვეტილება, უარი თქვან ლეგენდარული ინგლისური კლუბის გაყიდვაზე.

აქციების ფასის დაცემის ფონზე, კლუბის კაპიტალიზაცია ერთბაშად 700 მილიონი დოლარით შემცირდა და ახლა 3.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს იმ დროს, როცა გლეიზერებს „იუნაიტედის“ 5 მილიარდ დოლარად გაყიდვის იმედი ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ გლეიზერებს კლუბის გასხვისების მომდევნო მცდელობა 2025 წელს ექნებათ. იმ მომენტისთვის ისინი იმედოვნებენ გუნდის ტიტულებამდე მიყვანას, რაც მის ღირებულებას მაღლა ასწევს.