„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა ფეხბურთელს მილანის „ინტერი“ ესაუბრება
მილანის „ინტერის“ წარმომადგენლები „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა შემტევის, ტაჰით ჩონგის აგენტებს შეხვდნენ, იტყობინება „სკაი ნიუსი“. ჰოლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელის კონტრაქტი იუნაიტედთან მიმდინარე ზაფხულს იწურება და მას ახლა სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების გამართვის უფლება აქვს.
20 წლის ჩონგი ასევე სურდა ჩინეთის სუპერლიგის კლუბ „ჯანგსუ სუნინგს“, თუმცა ეს შეთანხმება არ შედგა.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ჰოლანდიელმა მანჩესტერ იუნაიტედის ძირითად გუნდში შვიდჯერ ითამაშა.