„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულში კიმიხის და კიდევ სამი ფეხბურთელის შეძენას აპირებს #1TVSPORT
„ბაიერნის“ ნახევარმცველი იოზუა კიმიხი, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს, – იტყობინება ტელეკომპანია ESPN.
აღნიშნავენ, რომ ინგლისური კლუბი ზაფხულში ოთხი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს. ამ მომენტისთვის ცნობილია კონკრეტული ინტერესის შესახებ კიმიხზე და „ბაიერნში“ მის თანაგუნდელზე ალფონსო დევისზე, რომლის შეძენაზეც მადრიდის „რეალიც“ მუშაობს.
ირკვევა, რომ „იუნაიტედი“ აპირებს მოლაპარაკებები აწარმოოს მხოლოდ იმ მოთამაშეებთან, რომელთა კონტრაქტები 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.