„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულში 15 ფეხბურთელის გასხვისებას გეგმავს #1TVSPORT
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „მანჩესტერი“ შემადგენლობის მასშატაბურ ცვლილებას აპირებს და 15 ფეხბურთელს გაასხვისებს, – იუწყება The Guardian-ი.
„იუნაიტედში“ ახლა 32 ფეხბურთელი ირიცხება. მანჩესტერულ გრანდს ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ჰყავს, თუ არ ჩავთვლით „ნოტიგემს“, სადაც 35 ფეხბურთელი თამაშობს.
ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედს“ 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.
ხვალ, 28 აპრილს „მანჩესტერი“ „ტოტენჰემს“ ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში მესამე ადგილზე დაწინაურდება.