„მანჩესტერ იუნაიტედი“ თენ ჰაგთან კონტრაქტის გაგრძელებას გეგმავს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მოლაპარაკებებს იწყებს მთავარ მწვრთნელთან, ერიკ თენ ჰაგთან კონტრაქტის გაგრძელებაზე, – იტყობინება გამოცემა 90min-ი.
კლუბის გენერალური დირექტორი რიჩარდ არნოლდი და სპორტული დირექტორი ჯონ მერტო ძალიან კმაყოფილნი არიან 53 წლის სპეციალისტის მუშაობით და მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. მათ მიაჩნიათ, რომ თენ ჰაგს შეუძლია, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მაღალ შედეგებამდე მიიყვანოს.
თენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად 2022 წელს დაინიშნა. ნიდერლანდელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდეა ძალაში, ერთი წლით გაგრძელების ოფციით.