„მანჩესტერ იუნაიტედი“ არცერთ შემთხვევაში არ აპირებს პოლ პოგბას გაყიდვას. როგორც „ელ მუნდო დეპორტივო“ (El Mundo Deportivo) იტყობინება, მანჩესტერელები 25 წლის ფრანგთან დაკავშირებულ არანაირ წინადადებასაც არ განიხილავენ.
ეს გადაწყვეტილება არანაირად არ არის დამოკიდებული იმაზე, დარჩება თუ არა ჟოზე მაურინიო მთავარ მწვრთნელად გუნდში. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ თავკაცთან პოგბას ურთიერთობა დაეძაბა. ფრანგის შეძენაზე დაინტერესებას „ბარსელონა“, „იუვენტუსი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ გამოთქვამენ.