„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გააააქტიურა ნემანია მატიჩის კონტრაქტში გათვალისწინებული პუნქტი, რომელიც ფეხბურთელთან კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას გულისხმობს. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იუწყება, რომ 31 წლის ფეხბურთელი ამჟამად კლუბის მესვეურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და შესაძლოა, კონტრაქტი კიდევ უფრო დიდი ხნით გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ სერბი ფეხბურთელი მანჩესტერში 2017 წელს „ჩელსიდან“ გადავიდა და ლონდონელებმა მის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღეს. მას შემდეგ, მატიჩმა „იუნაიტედის“ შემადგენლობაში 109 მატჩი ჩაატარა.