„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის ვინისიუსში 230 მილიონი ევრო გადაიხადოს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესებულია „რეალის“ გარემარბის, ვინისიუსის ტრანსფერით, – იტყობინება გამოცემა Defensa Central-ი.
წყაროს ცნობით, მანჩესტერელები მზად არიან, გადაიხადონ 24 წლის ბრაზილიელში 230 მილიონი ევრო. თავად ბრაზილიელს შესთავაზეს ხუთწლიანი კონტრაქტი საერთო ხელფასით 200 მილიონი ევროს ოდენობით. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელი არ არის დაინტერესებული „რეალიდან“ წასვლით.
ვინისიუსი „რეალში“ 2018 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში ფეხბურთელმა 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.