„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, რონალდო იჯარის წესით გაასხვისოს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედში“ მზად არიან, რომ კრიშტიანო რონალდოს დროებით შეელიონ, – იუწყება The Mirror.
გამოცემის ინფორმაციით, მანჩესტერელებს 37 წლის პორტუგალიელის გაყიდვა არ სურთ, მაგრამ რონალდოს იჯარით გასხვისებაზე (რა თქმა უნდა, ხელსაყრელი წინადადების შემთხვევაში) უარს არ იტყვიან.
კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2021 წლის აგვისტოში დაბრუნდა (პორტუგალიელი ინგლისური კლუბის ღირსებას 2003-2009 წლებში იცავდა). გასულ სეზონში მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 24 გოლი 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.