„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, ჟიულ კუნდე 70 მილიონ ევროდ შეიძინოს
„სევილიას“ მცველმა, ჟიულ კუნდემ შესაძლოა კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელოს, – იუწყება La Razon.
გამოცემის ინფორმაციით, მანჩესტერული გრანდი მზად არის, რომ 22 წლის ფრანგ ფეხბურთელში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.
კუნდეს „სევილიასთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მცველის შეძენით „ბარსელონა“ და „რეალიც“ არიან დაინტერესებულნი.
მიმდინარე სეზონზე კუნდემ 31 მატჩი ჩაატარა და სამი გოლის ავტორი გახდა.
პორტალმა „ტრანსფერმარკტ“ (Transfermarkt) კი ჟიულ კუნდეს სატრანსფერო თანხად 50 მილიონი ევრო განსაზღვრა.