„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა თანახმაა, რომელუ ლუკაკუ გაყიდოს, იტყობინება Goal.
ბელგიელით ინტერესს იტალიური „ინტერი“ გამოხატავს, რომელსაც თავდამსხმელთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს. ლუკაკუ 2018/2019 სეზონში „მანჩესტერის“ რიგებში მეორე ბომბარდირი გახდა. მან ყველა ტურნირზე 15 გოლი გაიტანა. თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში ზედიზედ სამ მატჩში დუბლი შეასრულა, მაგრამ სეზონის ბოლოს ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.