„მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიშტიანო რონალდოს სასამართლოში უჩივლებს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიშტიანო რონალდოს სასამართლოში უჩივლებს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავისი ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ სარჩელის მოსამზადებლად ადვოკატები დაიქირავა – პორტუგალიელმა სკანდალურ ინტერვიუში კლუბი და მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა.

როგორც გაზეთი The Guardian წერს, სარჩელის სასამართლოში შეტანა დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ პორტუგალიელი აღარასოდეს ითამაშებს „მანჩესტერ იუნაიტედში“. მას ასევე მისცეს მითითება, რომ აღარ დაბრუნდეს კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ.

უფრო ადრე გახდა ცნობილი, რომ „იუნაიტედი“ სწავლობს რონალდოსთან კონტრაქტის გაწყვეტის შესაძლებლობას.